18 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა გულისხმობს იმასაც, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს - ნათია მეზვრიშვილი

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. 

"ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ეხება სამზე მეტი პირის თავშეყრას. აქამდე 10 იყო დასაშვები ზღვარი, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უფრო მეტად შეიზღუდა. აქ იგულისხმება სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა," - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდება.

"ჩვენი პოზიციაა, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა, განსაკუთრებით 70 წელზე მეტი ასაკის პირებზე დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, სახლიდან გამოსვლის აკრძალვა და ამ ნაწილში ადამიანებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს.

"ამ წესიდან ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისები - ეს არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები. სასურსათო მაღაზიაში შეიძლება იმყოფებოდეს სამზე მეტი ადამიანი, მაგრამ აქაც მკაცრი კონტროლი უნდა არსებობდეს. აუცილებლად უნდა იყოს დაცული მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია და ჩვენ ვხედავთ, რომ მაღაზიები ამ რეკომენდაციებს კარგად იცავენ," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები