მოსალოდნელია თუ არა ეროვნული გამოცდების გაუქმება ან ფორმის ცვლილება, ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა:
"როგორც იცით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა აპრილის ბოლომდე. ერთიანი ეროვნული გამოცდები დაგეგმილია ივლისის თვეში. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული შეთავაზებები და იმის მიხედვით, როგორ განვითარდება პროცესები, ჩვენს მოქალაქეებს ინფორმაციას მივაწვდით. რა ფორმით და როდის ჩავატარებთ ეროვნულ გამოცდებს. ონლაინგამოცდის შემთხვევაში, ეს იქნება იმ ჭრილში, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს ვინც დარეგისტრირდება, დისტანციურად, ანუ ონლაინ ჩააბაროს გამოცდა. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი შეთავაზება. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და როდესაც ჩამოვყალიბდებით, საჯაროდ ვისაუბრებთ ჩვენ მოქალაქეებთან," - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.