დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო ქვემო ბოლნისში. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ.
პარალელურად, ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურად განემარტება საკარანტინო შეზღუდვები და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად ეხმარებიან.
"მოწმდება ავტომობილები, მოქალაქეებს ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას და ვაფრთხილებთ, რომ ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმი," - განაცხადა პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ხურციამ.