24 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
შენჯენი ჩინეთის პირველი ქალაქი გახდა, სადაც კატების და ძაღლების საკვებად გამოყენება აკრძალეს

ჩინეთში COVID-19-ით ბოლო 24 საათში ექვსი ადამიანი დაიღუპა და ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა შემთხვევა იმპორტირებულია. პანდემიის გამო შენჯენი ჩინეთის პირველი ქალაქი გახდა, სადაც კატების და ძაღლების საკვებად გამოყენება აკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება თავდაპირველად ველური ცხოველებით ვაჭრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მიიღო, რადგან ინფექციის გავრცელებას გარეული ცხოველების საკვებად გამოყენებას უკავშირებენ. შეზღუდვა პირველი მაისიდან ამოქმედდება.

დღის ამბები