18 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ენზელ მკოიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" ენზელ მკოიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" დეპუტატთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მკოიანმა დანაშაული საჯაროდ ჩაიდინა, თუმცა სამართალდამცავებს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონდათ.

"საქმე ეხება ქართული ოცნების დეპუტატის ენზელ მკოიანის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილია ათობით ადამიანის თანდასწრებით. მივმართავ პროკურატურას და შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები და ღონისძიებები ენზელ მკოიანის წინააღმდეგ. მას დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები