18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 საეჭვო შემთხვევიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით თვითიზოლაციიდან სამი ახალი პაციენტი მიიღეს. მათ ანალიზები აუღეს და ყველა უარყოფითია.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას განაგრძობენ.

ამ დროისთვის, კლინიკაში სამი ინფიცირებული პაციენტია, მათგან ორის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობა უტარდებათ.

ქუთაისში არსებულმა ლაბორატორიამ დღეს 32 პაციენტის ანალიზი შეამოწმა და კორონავირუსი არავის დაუდასტურდა.

დღის ამბები