საჩხერის სამედიცინო ცენტრში COVID-19-ის ვირუსის სიმპტომით 4 პირი მოათავსეს. ცენტრის მედპერსონალმა პაციენტებს ანალიზები აუღო და პასუხებს ელოდება.
ამ დროისთვის, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით, სულ ორი პაციენტი გადის მკურნალობას.