10 სექტემბერი 2026,   02:09
ვრცლად
ვარშავასა და ბერლინიდან საქართველოში დღეს 300-მდე მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოში ევროპიდან დღეს 300-მდე მოქალაქე დაბრუნდება. რეისები თბილისის მიმართულებით რამდენიმე საათიანი შუალედით ვარშავასა და ბერლინიდან შესრულდება. პოლონეთიდან ჩარტერულ ფრენას ადგილობრივი ავიაკომპანია ასრულებს, გერმანიიდან კი საქართველოს 180-მდე მოქალაქეებს "ჯორჯიან ეარვეისი" ჩამოიყვანს.

ორივე რეისზე ყველა ბილეთები მალევე გაიყიდა, რაც მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ხვალ გეგმიური რეისი შესრულდება ლონდონიდან, 7 აპრილს ათენიდან, 10 აპრილს - ლარნაკადან. პარალელურად, ცნობილი გახდა დამატებითი რეისების განრიგიც, რომელიც ასე გამოიყურება:

12 აპრილი - ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი.

 

აღნიშნული ფრენები, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოზე განსაზღვრული სხვა ავიარეისები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით განხორციელდება.

დღის ამბები