ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პირი გადაიყვანეს. მათგან ნაწილი საკარანტინო სივრციდან, ნაწილი კი თვითდინებით მივიდა კლინიკაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად 33 პირს COVID-19 არ დაუდასტურდა. ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომებზე 3 პირს იკვლევენ, კვლევის შედეგი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის კლინიკა "მედალფაში" 7 ინფიცირებულია. ერთის მდგომარეობა ისევ მძიმეა, 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე ჰყავთ.
რაც შეეხება დაინფიცირებულ მედდას მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
ბათუმში საკარანტინო სივრცეში 2000ზე მეტი პირია მოთავსებული.