09 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს გამოავლინოს რუსეთის აგენტები

ევროპარლამენტი ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ის მედია საშუალებები, პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები გამოავლინოს, რომლებიც რუსეთის აგენტებად მუშაობენ.

გარდა ამისა, ევროკომისიას დაევალა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონკრეტული გეგმის შემუშავება და თანხის გამოყოფა.

საუბარია, როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დოკუმენტში განიხილება რუსულენოვანი ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებების შექმნა, რომლებიც რუსულენოვან უმცირესობას კრემლის პროპაგანდის ალტერნატიულ ინფორმაციას მიაწვდიან.

დღის ამბები