09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ისტორიული შეხვედრა ჰავანაში - საფრანგეთის პრეზიდენტი კუბის ლიდერს შეხვდა

ისტორიული შეხვედრა ჰავანაში. საფრანგეთის პრეზიდენტი კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ საკუთარ რეზიდენციაში მიიღო. მოლაპარაკებების დაწყებამდე ფრანსუა ოლანდს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველი ევროპელი ლიდერი გახდა, რომელიც კუბას ეწვია.

რაულ კასტროს გარდა, მან შეხვედრა გამართა კუბის არქიეპისკოპოსთან და ქვეყნის ყოფილ ლიდერთან ფიდელ კასტროსთან. გავრცელებული ცნობით, ფრანსუა ოლანდმა და ფიდელ კასტრომ ერთ საათს ილაპარაკეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები