09 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
პაბლო პიკასოს და ალბერტო ჯაკომეტის ნამუშევრები რეკორდულ ფასად გაიყიდა

კრისტის აუქციონმა ფერწერული ნამუშევრებისა და ქანდაკებების გაყიდვით ბოლო წლების რეკორდი მოხსნა. აუქციონზე პაბლო პიკასოს და ალბერტო ჯაკომეტის ნამუშევრები რეკორდულ ფასებად გაიყიდა.

პიკასოს მიერ 1955 წელს შექმნილ ტილოში – "ალჟირელი ქალები " მყიდველმა 179 მილიონ 400 ათასი დოლარი გადაიხადა, რამაც ესპანელი მხატვრის ნახატი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად აქცია.

შემდეგი ლოტი, რომელმაც ასევე რეკორდი დაამყარა, შვეიცარიელი შემოქმედის ქანდაკება გახდა. ჯაკომეტის ბრინჯაოს სკულპტურა 141 მილიონ სამასი ათას დოლარად გაიყიდა.

დღის ამბები