დღეიდან თელავისა და გურჯაანის აგრარული ბაზარი დაიკეტა. შესაბამისი მითითება სურსათის უვნებლობის სამსახურმა ადმინისტრაციას გუშინვე აცნობა, რის შემდეგაც მოვაჭრეებმა ტერიტორიის გათავისუფლება დაიწყეს.
მოვაჭრეების თქმით, მითითებულ რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ და გაუგებარია, რატომ კეტავენ ბაზარს მაშინ, როდესაც მათი ძირითადი შემოსავალი გაყიდული პროდუქტით მიღებული თანხაა.
სურსათის უვნებლობის სამსახურის გადაწყვეტილება გაუგებარია ბაზრის ადმინისტრაციისთვისაც.
კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებებისა და არსებული საფრთხის გამო აგრარული ბაზრები საქართველოს ყველა რეგიონში იკეტება.