09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
ნეპალში ძლიერი მიწისძვრა განმეორდა

ნეპალში ძლიერი მიწისძვრა განმეორდა.

ამჯერად 7 მთელი 4 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგები ქვეყნის აღმოსავლეთით, ევერესტთან ახლოს დაფიქსირდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ნეპალის დედაქალაქშიც, რომელიც 25 აპრილს მომხდარი სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურდა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ბიძგები ნეპალის გარდა ინდოეთსა და ბანგლადეშშიც იგრძნობოდა.

ჰიმალაის რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე ძლიერი მიწისძვრაა. აპრილის ბოლოს მომხდარმა სტიქიამ ნეპალში 8 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მაშინ ბიძგების სიმძლავრე 7 მთელი 8 მეათედი მაგნიტუდა იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები