09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ჯონ კერი სოჭში სერგეი ლავროვს ხვდება

სოჭში სერგეი ლავროვისა და ჯონ კერის შეხვედრა დაიწყო. ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა ერთერთ სასტუმროში მიმდინარეობს. განსახილველ საკითხებს შორის სირია, იემენი და ირანის თემებია, თუმცა მოლაპარაკების მთავარი მიზანი უკრაინის კრიზისის მოგვარებაა.

სერგეი ლავროვის შემდეგ ჯონ კერი ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება. უკრაინის კრიზისის გამო გამწვავებული ურთიერთობების შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას პირველად გამართავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს არის ვაშინგტონის მიერ მოსკოვთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნების მცდელობა და სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება.

ამავე თემაზე
დღის ამბები