09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
კიდევ ერთი დამანგრეველი მიწისძვრა ნეპალში

ნეპალი კვლავ ქაოსმა მოიცვა. ტრაგედიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყანაში ახალი მიწისძვრა მოხდა. 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

ამ დროისთვის ცნობილია 37 დაღუპულის შესახებ. თუმცა, არ გამორიცხავენ მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდას.

ბოლო მონაცემებით დაშავებულია ათასზე მეტი ადამიანი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს, ქალაქ ნამჩე ბაზაარში – 19 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

რყევა ნახევარ წუთს გაგრძელდა. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ ბანგლადეშშიც ძლიერად იგრძნობოდა. მეზობელ ინდოეთში კი სტიქიამ ნგრევა გამოიწვია. პატნას დასახლებაში შენობის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ავტორი: თეა თეთრაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები