18 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
გურამ კაშიამ ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველებში პირველი ადგილი დაიკავა - ფეხბურთელი ამერიკულმა საიტმა გამოარჩია

ამერიკული "ემ ელ ეისის" ოფიციალურმა საიტმა საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია გამოარჩია.

2019 წლის სეზონის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველებში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა პირველი ადგილი დაიკავა.

ვებ-გვერდმა მხედველობაში მიიღო მინიმუმ 2000 წუთის განმავლობაში ნაჩვენები შედეგები და გაითვალისწინა შეტევის მოგერიებების, ბურთის ჩაჭრის, ტექნიკური ვარდნებისა და ბლოკირებების საშუალო რაოდენობა 90 წუთის განმავლობაში.

დღის ამბები