ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 16 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ამ ეტაპზე კლინიკაში 48 ადამიანს აკვირდებიან, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 13. ექიმების განმარტებით, 5 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო საყურადღებოდ რჩება შუახნის მამაკაცი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. როგორც მედიკოსები აცხადებენ პაციენტს ასევე აქვს ქრონიკული დაავადებები რის ფონზეც მასთან ვირუსი რთული ფორმებითაა გამოხატული.