კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 242-მდე გაიზარდა, ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge -ზე ვრცელდება.
მონაცემებში ცალკეა მითითებული 3 პაციენტი, რომელიც დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში არიან გადმოყვანილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია - 57 პაციენტი. გარდაცვლილია- 3.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370.