საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 252 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია- 60 მოქალაქე.
ამასთან, უცხოეთიდან საქართველოს სამკურნალოდ გადმოყვანილია სამი პაციენტი.
ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405.