09 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ჯონ კერიმ პუტინთან და ლავროვთან გამართულ მოლაპარაკებებს გულწრფელი უწოდა

უკრაინის კრიზისი იყო ჯონ კერის მიერ რუსეთში ვიზიტის მთავარი თემა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოგვიანებით კი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.

ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჯონ კერიმ პუტინთან და ლავროვთან გამართულ მოლაპარაკებებს გულწრფელი უწოდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თუ რუსეთი არ შეუწყობს ხელს მინსკის შეთანხმებების შესრულებას, მის მიმართ სანქციები გამკაცრდება.

ჯონ კერიმ რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ დეტალურად განუმარტა რუსეთის პოზიცია არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში.

„შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ მინსკის შეთანხმება არის საუკეთესო გზა მშვიდობის დამყარებისთვის და მისი ყველა პუნქტი ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ადგილზე არსებული მდგომარეობით, რადგან გრძელდება ბრძოლები, სეპარატისტების შეიარაღება და წვრთნა,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებობს უკრაინაში კონფლიქტის წარმოშობის განსხვავებული ხედვა.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ დაპირისპირება მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს,” - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები