10 სექტემბერი 2026,   07:51
ვრცლად
ამ ეტაპზე პატარა და მცირე ზომის კლინიკები არ დახურულა, ისინი საკარანტინო რეჟიმზე არიან - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პატარა ზომის კლინიკები ახლა საკარანტინო რეჟიმზე არიან გადასული, რადგან თანამშრომლების ცირკულაციას მათი როცხვოვნობის გამო ვერ ახერხებდნენ.

"ინფექციის კონტროლის სწორი მართვა არ არის მხოლოდ კოვიდის გამოწვევა, ეს ისწავლება ყველა კლინიკაში და ეს არის ექიმებისთვის და კლინიკისთვის გარკვეული ვალდებულებაც. ყოველივე ამასთან დაკავშირებით, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, ბოლო 6 თვის მანძილზე რეგულირების სააგენტოს მხრიდან. გარკვეული მითითებები მიეცა ყველა კლინიკას. რაც შეეხება კლნიკების დახურვას, ჩვენ ძირითადად პრობლემა გვაქვს იმ პერსონალის რიცხვოვნობასთან, რომლებიც არიან კლნიკებში დასაქმებულები. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს სტრატეგიულ ნუსხაში არიან ის კლინიკები, ვისაც პერსონალლის ცირკულაცია შეუძლია და აქვს ამის რესურსი. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ აქვთ პატარა კლინიკებს, რამაც მათი დახურვა გამოიწვია, თუმცა დახურვასაც სრულად ვერ ვუწოდებთ, რადგან ისინი საკარანტინე რეჟიმზე არიან გადასულები,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

დღის ამბები