11 სექტემბერი 2026,   14:51
ვრცლად
"ეს არის არა სასამართლო, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება" - ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს

ოპოზიციის წევრები ირაკლი ოქრუაშვილის სასჯელს პოლიტსასჯელად აღიქვამენ და აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარებით სარგებლობს ხელისუფლება.

მათი თქმით ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება უსამართლო ქმედება იყო და ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა მოეგოს გონს.

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება და 5-წლიანი პატიმრობის შეფარდება უსამართლობაა.

​"ირაკლი ოქრუაშვილს იმიტომ მიესაჯა 5 წელი, რომ აქციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 40 ათასი კაცი იყო. ჯერჯერობით, ხელისუფლება კორონავირუსს და მის შედეგებს იყენებს. როგორც კი ვირუსი გადაივლის, მოუწევთ უკან დახევა,"- განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს და სასამართლოს მხრიდან ოქურაშვილის დაკავება პოლიტიკურ დევნას ჰგავს.

"ეს არის არა სასამართლო არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხელისუფლებას კი მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხი აგოს. პოლიტპატიმრები უნდა გამოვიდნენ გარეთ და ეს ყველაფერი უნდა გაიაზროს ხელისფულებამ,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ პანდემიის დასრულებისთანავა ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

"ამათ ჰგონიათ, რომ რადგან პანდემიაა ეს ყველაფერი ისე ჩაივლის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ისე არ ჩაივლის ეს ყველაფერი. მორჩება პანდემია და ყველა პოლიტ პატიმარი უნდა იყოს გარეთ,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები