ქობულეთში არ არსებობს არანაირი საფრთხე, რომ ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნას. აჭარას ჩვეულ რეჟიმში ამარაგებენ დისტრიბუტორები, რაც შეეხება ფასებს პროდუქტებზე, ფასნამატი არ არის და ყველა პროდუქტი იგივე ღირებულებით იყიდება მაღაზიებში.- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ განაცხადა.
"ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ მონიტორინგს, როგორც ფასების, ასევე მარაგების. ფასები, ბოლო პერიოდის განმავლობაში, არ არის მომატებული, სტაბილურად არის, შესაბამისად, აღნიშნულ სოფლებში, მაღაზიებში, პროდუქტი ერთი თეთრითაც არ არის გაზრდილი.
მინდა მოვუწოდო ყველა მცირე მეწარმეს, ნუ შეეცდებიან თვითნებურად ფასების გაზრდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გააჩნია ის ბერკეტები, რომელსაც გამოიყენებს,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე.