ზუგდიდში COVID-19-ზე ანალიზი აუღეს ახალგაზრდა ქალს, რომელმაც საკეისრო კვეთით ბავშვი ორი დღის წინ გააჩინა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია ამბობს, რომ ქალს საკეისრო კვეთის შემდეგ ცხელება განუვითარდა და ბრონქო-პნევმონია დაუდგინდა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტს ეპიდემიოლოგიური ანამნეზი დატვირთული არ აქვს და არავისთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით მისი ბიოლოგიური მასალა უკვე აიღეს.
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.