12 სექტემბერი 2026,   03:25
ვრცლად
კახეთში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევაა არ დაფიქსირებულა

კახეთში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევაა არ დაფიქსირებულა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი განმარტავს, საეჭვო სიმპტომების მქონე 15-მდე მოქალაქის ანალიზის გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღის განმავლობაშიც იგეგმება.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ტესტების აღება ძირითადად საკარანტინო სივრცეში მყოფი პირებისგან მოხდება.

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში მოწყობილ 8 საკარანტინო სივრცეში 394 მოქალაქე იმყოფება.

დღის ამბები