მეზობლის განზრახ მკვლელობისთვის პირს წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ბ.-მ 2020 წლის 1 თებერვალს, ბოლნისის რაიონის სოფელ სამწევრისში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, მეზობელს ფ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.
მიღებული დაზიანების შედეგად ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.