18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ფოთში COVID 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული ექიმია

ფოთში COVID 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 70 წლის მამაკაცი იმ საავადმყოფოში მუშაობდა ექიმად, რომელიც 8 აპრილის შემდეგ დახურულია.

"ეს არის პირველი შემთხვევა ფოთში. დაუდასტურდა ექიმს, არის ქობულეთის კლასტერიდან. პირველ რიგში, ვიკვლევთ ოჯახის წევრებს, შემდეგ გავაგრძელებთ კვლევებს. ის გუშინდელიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მოგვმართა საზოგადოებრივ ჯანდაცვას, რის შემდეგაც ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ აგვეღო ბიოლოგიური მასალა და გაგვეგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ექიმის ოჯახის წევრები არიან თვითიზოლაციაში. მათი ბიოლოგიური მასალაც გაგზავნილია ლუგარში და პასუხები ხვალ იქნება ცნობილი,"- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

დღის ამბები