18 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
თბილისის გასასვლელებში მანქანების ნაკადის მოწესრიგებას საპატრულო პოლიცია ცდილობს

კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა ქვეყანაში. საქართველო გასცდა იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც დაავადებათა კონტროლი ინფიცირების შემთხვევების სწრაფ ზრდას და ფართომასშტაბიან შიდა გავრცელებას პროგნოზირებს. ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, სწორედ ამიტომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დღეს 21 საათიდან ამოქმედდება უსაფრთხოების დამატებითი ნორმები. იკეტება 4 ქალაქი. თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი. ამ ქალაქებში დღეს საღამოდან 10 დღის განმავლობაში მცირე გამონაკლისების გარდა ვერც ვერავინ შევა და ვერც ვერავინ გამოვა.

თბილისის გასასვლელში ავტომობიილების მოძრაობა ძალიან ინტენსიურია, მოქალაქეები თბილისს ტოვებენ და სააღდგომო დღესასწაულებზე რეგიონებში მიდიან. მანქანების ნაკადის მოწესრიგებას საპატრულო პოლიცია ცდილობს თუმცა დროდადრო გარკევული ტიპის საცობი მაინც იქმნება.

უსაფრთხოების განსაკუთებული ზომებია მიღებული რეგიონებშიც, სადაც რამდენიმე ქალაქი დღეს საღამოდან თბილისის მსგავსად ჩაიკეტება. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ეს შეზღუდვა მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს, ნაწილი კი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.

დღის ამბები