10 სექტემბერი 2026,   04:21
ვრცლად
სოფელ ხოვლედან გაგზავნილი 12 ნიმუშიდან COVID-19-ზე ყველა უარყოფითია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლედან გაგზავნილი 12 ნიმუშიდან COVID-19-ზე ყველა უარყოფითია. შესაბამისად, დამატებითი აკრძალვის ღონისძიებები ადგილზე სავარაუდოდ აღარ გატარდება.

ადგილზე ვითარების შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ. ეპიდემიოლოგები კი, კონტაქტებზე დაკვირვებას გააგრძელებენ.

პრევენციის მიზნით, ასევე გაგრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

რაც შეეხება ხიდისყურს, აქ ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. სოფელში შესვლა და გასვლა მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო აკრძალულია. რეჟიმის აღსრულებას ადგილზე საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ.

შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის დარღვევის 7 შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც მოქალაქეთა დაჯარიმება მოჰყვა.

დღის ამბები