ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ ერთი პაციენტი დაემატა. ის კლინიკაში პნევმონიით შევიდა. ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი დინამიკით.
ინფიცირებული მოქალაქე ფარცხანაყანევის კლასტერს მიეკუთვნება.
ამ დროისთვის ქუთაისის კლინიკაში 24 პაციენტი მკურნალობს, აქედან 4 მძიმეა.