09 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფას შეერთებულ შტატებში 6 ადამიანი ემსხვერპლა

სარკინიგზო კატასტროფას შეერთებულ შტატებში 6 ადამიანი ემსხვერპლა. სამგზავრო მატარებლის შემადგენლობის 10 ვაგონი ფილადელფიაში ლიანდაგიდან გადავიდა.

ავარია ქალაქის მთავარი სადგურის დატოვებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ამ დროს მატარებელში 240-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. 146 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მატარებელი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში მიდიოდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საგამოძიებო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები