COVID-19-ის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების ფონზე და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში ისევ ხალხმრავლობაა. ამ დროისათვის, სასულიერო პირები 12 გზის სახარებას კითხულობენ, ტაძრების ნაწილში დღეს ფეხბანვის წესიც შესრულდება.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დილიდან იმყოფებიან თავიანთ ეპარქიებში და მრევლს სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, ქორესპიკოპოსის, თეოდორე ჭუაძის განცხადებით, წირვა ყველა ტაძარში ჩატარდება, მრევლს კი საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე ტაძარში დარჩენა მოუწევს.
"არცერთი ტაძარი არ დაიკეტება, ყველა ტაძარში ჩატარდება წირვა-ლოცვა, ერთი წირვა ჩატარდება რამის 12 საათზე და მხოლოდ ის ადამიანები უნდა მოვიდნენ, ამ წირვაზე, რომლებსაც შეუძლიათ 9 საათამდე მოვიდნენ და 6 საათამდე დარჩნენ.
7 საათზე ყველა სხვა ადამიანს შესაძლებლობა ექნება მოვიდეს. მონასტერში არ იქნება ოთახებში შეყვანა ადამიანებისა, მოუწევთ იმასაც 9 საათიდან 6 საათამდე გარეთ დგომა,"- განაცხადა ქორეპისკოპოსმა.