09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
"ნატოს ყველა წევრი ერთსულოვანია, რომ მინსკის შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს,"-ჯონ კერი

ანტალიაში ნატოს ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს. სამიტზე, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობს, განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და ამ ფონზე ალიანსის გაძლიერებაა.

შეხვედრის გახსნის წინ გაკეთებულ განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოფიციალურ მოსკოვს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და გაიყვანოს საკუთარი ძალები დონბასიდან. მინსკის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც, მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ წარმოებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.

"ჩვენ სანქციებს უპირატესობას არ ვანიჭებთ, მაგრამ ძალაში დარჩება, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მშვიდობა. ნატოს ყველა წევრი ერთსულოვანია იმაში, რომ მინსკის შეთანხმებები ბოლომდე შესრულდეს,”-განაცხადა კერიმ. 

 

დღის ამბები