09 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
კანში დღეს რიგით 68–ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება

დღეს საღამოს კანში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული რიგით 68–ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. ფრანგულ რივიერაზე ფესტივალის სასახლის წინ უკვე გაშლილია გრანდიოზული წითელი ხალიჩა.

მთავარი ჯილდოს ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად 19 ფილმი იბრძვის. ჟიურის კი ამერიკელი რეჟისორები, ძმები ჯოელ და ითან კოენები ხელმძღვანელობენ. კინომარათონს წელს პირველად გახსნის ქალი რეჟისორის, ემანუელ ბერკოს ნამუშევარი სახელწოდებით "თავაწეული", რომელშიც მთავარ როლს კატრინ დენევი ასრულებს.

კანის კინოფესტივალის მუზა წელს ინგრიდ ბერგმანია.

დღის ამბები