წყალტუბოს სასტუმრო "პრომეთეში" განთავსებული საკარანტინო სივრცე 51 მოქალაქემ დატოვა. წასვლამდე თითოეულმა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. რის შემდეგაც საკარანტინო ზონის ტერიტორია სადეზინფექციო სითხით დამუშავდა. მოქალაქეების ტრანსპორტირება სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საქართველოს მასშტაბით ამჟამად საკარანტინო სივრცე 83 სასტუმროში მოქმედებს, სადაც ამჟამად 5 ათასი ადამიანია განთავსებული.