მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებში. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. დასახლების შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.