შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სასაფლაოები დაიხურება და ადგილზე ვითარებას პოლიცია გააკონტროლებს.
რაც შეეხება COVID 19-ის გავრცელებას, გიგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ცხელების ცენტრიდან გადაგზავნილი 3 ნიმუშის პასუხს ლუგარის ცენტრიდან ელოდებიან.
შიდა ქართლში, ამ დრომდე, ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო, სოფლებში, უკვე დადასტურებული დიაგნოზის მქონე პირთა მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება.