09 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
ერაყში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი მოკლეს

ერაყში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი აბუ ალა ალ აფრი მოკლეს. ერაყის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის კოალიციური ძალების მიერ მეჩეთის დაბომბვის დროს დაიღუპა. ალ აფრი მებრძოლებთან შეხვედრას მართავდა, როდესაც ავიაციამ სალოცავზე მიიტანა იერიში.

ალ აფრი რადიკალი ისლამისტების ოპერაციებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. დაჯგუფების მეთაურად ის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს.

 

დღის ამბები