07 სექტემბერი 2026,   13:36
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 პაციენტს გართულებული პნევმონია აქვს

ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეის მდგომარეობით 46 პაციენტია, მათგან 24-ს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს, ამის შესახებ კლინიკის ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ განაცხადა.

"აქედან 7 პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა. ახალი შემთხევევები კლინიკას აღარ დამატებია. კვლევაში დღეს დამატებით 7 პაციენტი ჩაერთო. 11 პაციენტი არის გართულებული პნევმონიით, მათი მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მართვადი," - განაცხადა მეგი კობახიძემ.

დღის ამბები