"რუსთავი 2-ის" ექსკლუზივი და პირველი კადრები რეანიმაციიდან - კრიტიკული პაციენტები და სიცოცხლისათვის ყოველწუთიერი ბრძოლა.
როგორია COVID-19-ის ნამდვილი სახე, "რუსთავი 2-ის" კამერამ აღბეჭდა. სივრცე, სადაც მედიკოსები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, "რუსთავი 2-სთვის" ერთი დღით გაიღო. ქვეყნის მთავარ რეანიმატოლოგ ლევან რატიანთან და მის გუნდთან ერთად სამუშაო დღე ირაკლი იმნაიშვილმა და ლევან აბულაძემ გაატარეს.
ჩვენი პარალელური რეალობა კლინიკის კედლებს მიღმა - ნახეთ დღეს, 18 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ.