ქუთაისში 13-ივე მუნიციპალური სასაფლაო დაკეტილია. პერიმეტრს პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ. ისინი ადგილზე მისულ მოქალაქეებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. ტერიტორია დრონის მეშვეობითაც კონტროლდება.
მიუხედავად აკრძალვისა, სასაფლაოებზე რამდენიმე მოქალაქე მაინც მივიდა. მათი თქმით, შეზღუდვის შესახებ იცოდნენ, თუმცა სურდათ შვილების საფლავზე მისულიყვნენ და ეგონათ, შესვლას შეძლებდნენ, რისი საშუალებაც არ მიეცათ.