საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევისა და შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირების გამო სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს.
შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. პოლიცია ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა, სადაც მეზობლები შეიკრიბნენ და სუფრა გაშალეს. სამართალდამცველებმა შეკრებილ მოქალაქეებს სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდეს, მოქალაქეები კი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.