10 სექტემბერი 2026,   06:30
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით ყველა სასაფლაოს სამართალთალდამცველები აკონტროლებენ

ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალური სასაფლაო ჩაკეტილია. დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. რეგიონში პოლიციასთან ერთად გზებზე სამხედროებიც დგანან. ჩაკეტილია სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები.

გადაწყვეტილება კორონავირუსის შიდა გავრცლების საფრთხის ფონზე რამდენიმე დღის წინ საკოორინაციო საბჭომ მიიღო.

სასაფლაოები 27 აპრილამდე იქნება ჩაკეტილი.

"ყველა ქვეითსა და ასევე ავტოსანტრანსპორტო საშუალებას სასაფლაოს მონაკვეთზე შესვლა ეკრძალება. ყველა ტერიტორია კონტროლდება, რომელიც უშუალოდ სასაფლაოს უკავშირდება. პოლიცია მიიღებს ყველა იმ ზომას, რომელიც არის კანონოთ გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში თუ არ დაემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, დავაკავებთ," - განაცხადა პატრულ-ინსპექტორმა სოსო სულიკაშვილმა.

"400-მდე სასაფლაოა, შესაბამისად, ადამიანური რესურსის უკმარისობის გამო დაგვჭირდა დამატებითი რესურსის შემოყვანა. ჩართულია როგორც პოლიციის ძალები, ასევე მოხალისეები და მერიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, რამდენიმე სამხედრო პირი, რომელიც აკონტროლებს მთელ პერიმეტრს გურიის მასშტაბით," - აღნიშნა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

 

ავტორი: ნათია გოგიშვილი

დღის ამბები