08 სექტემბერი 2026,   14:55
ვრცლად
გურიაში 400-მდე სასაფლაოს მოხალისეები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავები აკონტროლებენ

გურიის რეგიონში მდებარე 400-მდე სასაფლაოს მოხალისეები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავები აკონტროლებენ.

ოზურგეთში მდებარე ორ სასაფლაოსთან სამხედრო მოსამსახურეებიც დგანან. როგორც ისინი "რუსთავი 2-თან" საუბარში აღნიშნავენ, გუშინაც და დღესაც კონტროლი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოსახლეობის მხრიდან სასაფლაოზე შესვლის მცდელობაც კი არ ყოფილა.

სასაფლაოების კონტროლი დღის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები