21 დეკემბერი 2024,   21:20
ვრცლად
"მხარს ვერ დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას სრულყოფილი ეკონომიკური გეგმის გარეშე"-დავით ბაქრაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას ითხოვენ, მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუარესება ქვეყნის ეკონომიკას სრულად გაანადგურებს, ამიტომ ზუსტი ეკონომიკური გეგმის და საფუძვლიანი ჭკვიანური სვლების გარეშე მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გამოაცხადოს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, თუ არ იქნება ანტიკრიზისული გეგმა, ისინი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერენ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მთავრობისგან მკაფიო ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვს. მისი განცხადებით, თუ არ იქნება წარმოდგენილი ეკონომიკური გეგმა, საგანგებო მდგომარეობა ვერ გაგრძელდება.

"ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ მთვარობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობის პირობებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო ღონისძიებებს, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას სრულყოფილი ეკონომიკური გეგმის გარეშე,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ სახლში უმუშევრად დარჩენილი საზოგადოებისთვის მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

"სამწუხაროდ საგანგებო მდგომარეობის გამოყენება ხდება ხელისუფლების ბიზნესინტერესების მიმართულებით. ხელისუფლება თუ არ წარმოადგენს მწყობრ გეგმას, რას აპირებს სახლში დარჩენილი საზოგადოებისთვის, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გართულდება,"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები