დღეს გორში ქალაქის მფარველი ხატის "ოქონას" დღესასწაულს აღნიშნავენ. დილიდან მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო წირვა აღავლენა, რის შემდეგაც მისივე წინამძღოლობით ქალაქის ქუჩების კურთხევა დაიწყო.
ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა. დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა.
ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.