09 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
ანგელა მერკელი მინსკის შეთანხმების შესრულების პროცესზე მონიტორინგის მომხრეა

ანგელა მერკელისა და პეტრე პოროშენკოს შეხვედრის მთავარი თემა კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა იყო. შეხვედრა გერმანიის კანცლერის კიევში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

მერკელი მოლაპარაკებების ე.წ. ნორმანდიის ფორმატში გაგრძელებას უჭერს მხარს და მისი თქმით, აუცილებელია თებერვალში მინსკში გაფორმებული შეთანხმების შესრულების პროცესზე მონიტორინგი.

პოროშენკომ კი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კიევი იცავს, ხოლო სეპარატისტების მხრიდან ის მუდმივად ირღვევა.

 

დღის ამბები