ავტომობილებით მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით ისევ შეზღუდულია. საავტომობილო გადაადგილება 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. თუმცა საქართველოს რეგიონებში ავტომობილით გადაადგილებაზე გარკვეული ცვლილებაა. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, ის მომავალი კვირის დასაწყისისთვის იგეგმება.
დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, თელავის, სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებმა გამოაქვეყნებს ინფორმაცია, რომ 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 და საღამოს 18:00-19:00 საათამდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად.