20 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
მკვლელობა მულახში - მოკლულის ოჯახის წევრების განცხადებით, ბრალდებულის დროული დაკავებით სხვა ტრაგედიები იქნება თავიდან აცილებული

ზემო სვანეთში გლოვაა. მულახის თემში ისევ გაურკვეველია, რის გამო დაიწყო დაპირისპირება, რასაც ემსხვერპლა 36 წლის ბესიკ იოსელიანის სიცოცხლე. უკვე მესამე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს იმ მესაზღვრეს ძებნაც, რომელსაც საკუთარი მეწყვილეს მკვლელობაში ადანაშაულებენ. სოფელ ჟაბეშში პოლიცია იცავს ნავერიანების სახლს, იმისთვის, რომ დაპირისპირება აღარ გამწვავდეს. 

ჯერჯერობით, გამოძიებისთვის დამატებით ახალი გარემოებები ცნობილი არ არის. არ არის აგრეთვე დაკავებული მესაზღვრის მკვლელობაში ბრალდებული პირიც. მესტიელები ბესიკ ნავერიანის დროულად დაპატიმრებას ითხოვენ. 

სოფელ მულახში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დღეს კიდევ ერთხელ განუცხადეს, რომ აუცილებელია პოლიციამ დროულად იმოქმედოს, რათა მკვლელობის ჩამდენი პირის დასჯა მოხდეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ ამ ფორმით შესაძლებელია სხვა ტიპის ტრაგედიები თავიდან იქნეს არიდებული.

"თვითონ უნდა ჩაბარდეს. რატომ არ ჩაბარდა თვითონ? ასეთი კარგი ახალგაზრდა რომ მოკლა უნდა ჩაბარდეს," - აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

საზარელი მკვლელობა ზემო-სვანეთში მულახის გამშვებ პუნქტზე 3 დღის წინ მოხდა. პროკურატურა აღნიშნულ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს.

დღის ამბები